თაიმსის ინფორმაციით, ევრო 2020-ის ფინალი შესაძლოა ლონდონის ნაცვლად ბუდაპეშტში გაიმართოს.
ინგლისში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლების 100% ვერ დაიშვება.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს უეფამ წერილი უკვე გაუგზავნა. ახლა ლონდონი ცდილობს სიტუაცია მათ სასარგებლოდ შემოაბრუნოს.
საპირისპიროდ, უნგრეთში ვაქცინაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და პუშკას არენაზე 61,000 გულშემატკივარის დასწრება შესაძლებელია.
უნგრეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც მოქალაქეების აცრა სხვადასხვა ვაქცინებით დაიწყო. ამ დროისთვის, ქვეყანაში, 9.8 მილიონიდან, 5.3 მილიონი ადამიანია აცრილი.
ფინალური მატჩი 11 ივლისს გაიმართება…