სად წავა ერიკსენი ?

დანიის ნაკრების ვარსკვლავს, კრისტიან ერიკსენს, თურმე ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს და ფორმის აღსადგენად ინტერიდან წამოსვლის შემდეგ, ახალ კლუბს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ ერიკსენს, შარშანდელ ევროზე, ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა და კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, დეფიბრილატორი ჩაუყენეს, რომელიც გულის მუშაობას აკონტროლებს და საჭიროების შემთხევაში ელექტრონული იმპულსით ზემოქმედებს მასზე.

ასეთ ვითარებაში ფეხბურთის თამაშზე ალბათ საუბარიც ზედემეტი იყო, მაგრამ კრისტიანი კერკეტი აღმოჩნდა და კარიერის დასრულებას არ აპირებს.

Christian Eriksen: A Spurs legend and a free-kick expert | Sports News,The  Indian Express

იტალიაში ასეთი აპარატით თამაში აკრძალულია. ამიტომ  ინტერმა ნაადრევად შეუწყვიტა კონტრაქტი და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა, რაც დანიელს სხვა გუნდში უფასოდ გადასვლის უფლებას აძლევს.

თავიდან იყო საუბარი, თითქოს კრისტიანი თავის ყოფილ კლუბს, ტოტენჰემს დაუბრუნდებოდა. ახლა კი ახალი ინფორმაცია გამოჩნდა: ერიკსენს პრემიერლიგის ახალწვეული, ბრენტფორდი ეპატიჟება. გუნდს კრისტიანის თანამემამულე თომას ფრენკი წვრთნის და სურს ერიკსენის კრეატიულობა ლიგაში დასარჩენად გამოიყენოს.

Leave a comment

Your email address will not be published.