მაურო იკარდის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებია. მას არ მოსწონს ის პოზიცია, რაც პსჟ-ში აქვს და სურს პოჩეტინოს გუნდი დატოვოს.
ფრანგული პრესის ცნობით, არგენტინელს კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი აქვს. მისით იუვენტუსი, ჩელსი და ატლეტიკო არიან დაინტერესებულები. 3-ვე მათგანი იკარდის შეძენას ზამთარში შეეცდება. ცნობისთვის, 28 წლის ფორვარდის გადაბირება იაფი არ იქნება, მისი ფასი 35 მილიონი ევროა.
იკარდი პსჟ-ში 2019 წლის ზაფხულიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. სათქმელია, რომ მაურო ძირითადში მხოლოდ 5-ჯერ მოხვდა.