სად წავიდა იუვენტუსი?

– მაქსი ალეგრი ამბობს, რომ ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ და მინიმალური მიზანი მეოთხე ადგილია. ეს ტყუილია, რომელიც ძალიან მაღიზიანებს. მან შესანიშნავად იცის, რომ იუვენტუსი და ინტერი ლიგაში საუკეთესო გუნდები არიან და სკუდეტოსთვის იბრძოლებენ. შეიძლება ხედვებში განსხვავება გვქონდეს, მაგრამ თუ მოტყუებას დამიპირებთ, სათანადოდ გიპასუხებთ. ყველა ამბობს, რომ იუვენტუსი დაბრუნდა. სად დაბრუნდა, ნაგავში? მათ ყველაფრის მოგება შეუძლიათ, — ასე ისაუბრა ალეგრის ნათქვამით გაღიზიანებულმა ანტონიო კასანომ, რომას, რეალისა და სამპდორიასა და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, დღეს საღამოს იტალიური სერია A-ს პირველი წრის მთავარი მატჩია, ლიდერი ნაპოლი მეორეადგილოსან და ბოლო დროს ერთთავად მოგებულ იუვენტუსს მასპინძლობს.

Kasano o Alegriju: "To je laž i meni se gadi" - B92.NET

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *