“სავარაუდოდ, მსუბუქ წონაში აღარასდროს ვიბრძოლებ” – დასტინ პორიე

გასულ უიქენდზე, UFC 269-ის მთვარ ბრძოლაში, დასტინ პორიე მოქმედ მსუბუქი წონის ჩემპიონთან, ჩარლზ ოლივეირასთან დამარცხდა. პორიესთვის ეს მეორე სატიტულო ორთაბრძოლა იყო აღნიშნულ წონაში – ორივე მათგანში მახჩობელა ილეთით წააგო.

დასტინი მსუბუქ წონაში 2015 წლიდან ასპარეზობს. განვლილ 6 წელში მან ფაქტობრივად ყველაფრის გაკეთება მოახერხა ამ დივიზიონში, გარდა სრულფასოვანი ჩემპიონობისა. 15 ბრძოლიდან 12-ში გაიმარჯვა, 2-ჯერ დაამარცხა კონორი, იბრძოლა ტიტულზე ხაბიბის წინააღმდეგ, დაეუფლა დროებითი ჩემპიონის ქამარს ჰოლოუეის წინააღმდეგ და დაამარცხა არაერთი გამორჩეული კონტენდერი. როგორც ჩანს, პორიე ფიქრობს, რომ მან აღნიშნულ წონაში საკუთარი თავი უკვე ამოწურა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკელმა არიელ ჰელვანის გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა:

“არ ვიცი 70 კგ-მდე თუ კიდევ დავიკლებ. სავარაუდოდ, მსუბუქ წონაში აღარასდროს ვიბრძოლებ… ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბოლო წონის კლება გამიჭირდა, პირიქით, თავს კარგად ვგრძნობდი, კიდევ შემეძლო 1-2 კილო დამეკლო და ეს იმის დამსახურებაა რომ მოსამზადებელ პერიოდში ყველაფერს სწორად ვაკეთებდი. მაგრამ არ ვიცი, მინდა თუ არა ამ რთული გზის გავლა კიდევ ერთხელ – შიმშილი, ცოტა კალორიის მიღება და ა.შ”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *