შესაძლოა, ანდრეა პირლო კვლავ გახდეს სერია ა-ს გუნდის მწვრთნელი. პირლომ 2020-2021 წლების სეზონში იმუშავა იუვენტუსის მწვრთნელად, გაუშვეს და მასიმილიანო ალეგრი დააბრუნეს.
ახლა პირლოს ორი გუნდის ვარიანტი აქვს: კრემონეზე და სპეცია. უფრო კრემონეზე აქტიურობს…
საინტერესოა ამ კლუბის ამბები: 26-წლიანი შესვენების მერე დაბრუნდნენ სერია ა-ში და მწვრთნელი ფაბიო პეკია, რომელმაც გუნდი გადაიყვანა, მოულოდნელად წავიდა პოსტიდან.