გადაწყვეტილია, რომ რომელუ ლუკაკუ ინტერს დატოვებს და კარიერას ჩელსიში გააგრძელებს. ბრიტანელები მას 69 მილიონ ევროდ შეიძენენ.
ლუკაკუს ტრანსფერიდან გამომდინარე, ნერაძურიმ მისი შემცვლელის ძიება დაიწყო და კვლავ მანჩესტერის ფორვარდი ისურვა. ნერაძურის ახალი სამიზნე ენტონი მარსიალია. ცნობა The Sun-მა გაავრცელა.
მარსიალი მანჩსტერში 2015 წლის ზაფხულში მონაკოდან გადავიდა. მასზე დიდი ავანსები იყო გაცემული, თუმცა იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა. საერთოდაც, ბოლო რამდენიმე წელია მარსიალი სასურველი ფორმისგან შორს არის. წინა სეზონში ფრანგმა 36 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ინტერს, შეგახსენებთ, რომ ნერაძურიმ 11 წლიანი შესვენების შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოიგო. კონტეს შეგირდებმა 91 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილოსან მილანს 12 ქულით აჯობეს.