აფრიკის ერთა თასის გათამაშების მერვედფინალში, ეგვიპტის ნაკრები კოტდიუვარისას დაუპირისპირდება. თამაშის წინ ლივერპულის ვარსკვლავმა და ეგვიპტელთა ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ აფრიკის თასის მოგება მისი სანუკვარი ოცნებაა.
„ძალიან მინდა ამ პრიზის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოგება. ეგვიპტე ჩემი ქვეყანაა და ის გულით მიყვარს. აფრიკის თასის მოპოვება ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იქნებოდა ჩემთვის.
2017 წელს ახლოს ვიყავით მიზანთან, მაგრამ არ გაგვიმართლა, ფინალში კამერუნთან დავმარცხდით.
ახლა ისევ აქ ვართ და ყველაფერი უნდა ვიღონოთ წარმატებისთვის. ვფიქრობ, ჩემი ყველა თანაგუნდელი ასეთივე განწყობაზეა,“ – დასძენს სალაჰი.