სალაჰმა ისტორია დაწერა – ასეთი რამ პრემიერლიგაში აქამდე არ მომხდარა

პრემიერლიგის მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც ლივერპული მანჩესტერს ესტუმრა და 5:0 გაანადგურა. ამ მოგებაში დიდი წვლილი  შეიტანა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

სალაჰი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერის წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მსგავსი რამ აქამდე არავის გაუკეთებია. ზოგადად ეგვიპტელი ბრწყინვალე ფორმაშია. მან ზედიზედ მეათე შეხვედრაში შეაგდო, ამ სეზონში კი 12 მატჩში 15 გოლით იწონებს თავს.

რაც შეეხება ლივერპულს, მერსისაიდელები მშვენიერ ფორმაში არიან. კლოპის შეგირდები პრემიერლიგაში 21 ქულით მეორე ადგილზე არიან, ლიდერ ჩელსის ქულით ჩამორჩებიან და შემდეგ ტურში ბრაიტონს შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *