მილანთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში (3:2), ლივერპულის ფორვარდმა, მოჰამედ სალაჰმა, 49-ე წუთზე გაიტანა. ეს ეგვიპტელის ევროთასებზე, „ენფილდზე“ გატანილი მე-14 გოლი აღმოჩნდა, რითიც „წითლების“ ლეგენდარული კაპიტნის, სტივენ ჯერარდის რეკორდი გაიმეორა.
ჯამში ლივერპულის მაისურით სალაჰს ჩემპიონთა ლიგაზე 26 გოლი გაუტანია.