ბოლო წლების საუკეთესო ქართველმა მხტავრულმა ტანმოვარჯიშემ, სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.
“მეგობრებო, მინდა ოფიციალრად განვაცხადო, რომ დავასრულე პროფესიული სპორტული კარიერა. ჩემი მისია ელიტურ სპორტში შესრულებულია. დადგა დრო გზა ახალ თაობას დავუთმო. თვითონ კი, მინდა განვვითარდე სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით” – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ სალომე ფაჟავა პირველი ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშეა, რომელმაც ორ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეა. ყველაზე დიდი მისი მიღწევა, ბაქოში გამართულ ევროპის თამაშებზე ბაფთით ვარჯიშში მოპოვებული ბრინჯაოს მედალია. მის ანგარიშზეა ასევე გრან პრისა და მსოფლოს თასის ეტაპზებზე მოპოვებული თითქმის ყველა სინჯის მედალი.
სალომე ფაჟავა ამჟამად საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტია მხატვრულ ტანვარჯიშში.