ტოკიოს ოლიმპიადაზე, მხატვრულ ტანვარჯიშში ასპარეზობა დაიწყო სალომე ფაჟავამ. ქართევლმა მრავალჭიდში პირველად რგოლით იასპარეზა.
სალომემ 23.55 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით მხოლოდ 12 მონაწილეს უსწრებს, რაც ფინალში მოსახვედრად ჯერჯერობით საკმარისი არ არის. გადამწყვეტ რაუნდში 10 საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი გადის.
ფაჟავა დღეს რგოლით, გურზით, ლენტით და ბურთით გამოვა, რის შედეგადაც ქულები დაჯამდება და ფინალისტების ვინაობა გაირკვევა. სალომე ამ მომენტისთვის მე-14 ადგილზეა.