სალომე ფაჟავამ ტოკიოს ლიცენზია მოიპოვა

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად დაადსტურა, რომ საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრების ლიდერი სალომე ფაჟავა ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელია.

ქრთველმა ტანმოვარჯიშემ შარშან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-17 ადგილი დაიკავა და ლიცენზიის მოპოვებამდე ცოტა დააკლდა. თუმცა, ამჯერად, მას მასპინძელი იაპონიისთვის გამოყოფილი კვოტა ერგო წილად. იაპონიამ ორი ლიცენზია მოიპოვა, შეჯიბრებაზე კი, თითოეულ ქვეყანას მაქსიმუმ სწორედ ორი ტანმოვარჯიშის გაყვანა შეუძლია. ამიტომ, მასპინძლის კვოტა, ერთი ლიცენზია, მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით გაანაწილეს და ის სალომე ფაჟავას ერგო.

შეგახსენებთ, რომ სალომე ფაჟავა პირველი ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშე იქნება, ვინც ორ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა. ფაჟავამ 2016 წელს რიოში გამართულ ოლიმპიადაზეც მიიღო მონაწილეობა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *