სალომე ფაჟავა ფინალის მიღმა დარჩა

სალომე ფაჟავა პირველი ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშეა, რომელმაც ორ ოლიმპიდაზე იასპარეზა. 2016 წელს, რიოში ტრავმის გამო მან ვერ შეძლო სათანადოდ გამოსვლა, არადა კარიერის პიკში იყო.

ამჯერად, ტოკიოში ფაჟავას ტრავმა არ აწუხებდა, მაგრამ საგრძნობლად გაზრდილ კონკურენციას ვერ გაუძლო და ფინალში ვერ გავიდა.

ოთხი საგნით ასპარეზობის ჯამში ფაჟავას 89,650 ქულა დაუგროვდა და მე-17 ადგილზე გავიდა. ფინალში კი, ათმა საუკეთესო მხატვრულმა ტანმოვარჯიშემ უნდა იასპარეზოს.

როგორც მოსალოდნელი იყო მრავალჭიდში პირველი-მეორე ადგილები რუსმა დებმა არინა და დიანა ავერინებმა დაკავეს. მესამე კი, ისრეალის წარმომადგენელი ლიონი აშრამი იყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *