საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის ორგანიზატორმა რაგბის ნაციონალურმა ლიგამ დეკემბრის თვის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. მასში ერთბაშად სამი ქართველი მორაგბე მოხვდა. ესენია: პირველხაზელები ლექსო ყაულაშვილი (ბორდო) და გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), ასევე მესამეხაზელი ბექა გორგაძე (პო).
სტად ფრანსე დღესდღეობით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ბორდო მას კვალში უდგას და მეოთხეა. პო კი, დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის. გორგაძის გუნდი სატურნირო ცხრილში ბოლოდან მესამე, მე-12 ადგილზეა.