სამი ქართველი სიმბოლურ ნაკრებში

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში სტუმრად, ამსტერდამში დაამარცხა ნიდერლანდების ნაკრები – 72:10. ტურის სიმბოლურ ნაკრებში ამ მატჩში მონაწილე სამი ქართველი მოხვდა. ესენია: პირველხაზელი ლუკა ჯაფარიძე, მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე და ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე.
გიორგაძემ მეტოქეს სამი ლელო გაუტანა, ლობჟანიძემ ორი, ხოლო ჯაფარიძე ერთი. ქართველი პირველხაზელის ეს ლელო ტურის საუკეთესო ხუთ ლელოს შორის მოხვდა. ამავე ნომინაციაშია ჩვენი გარემარბის აკაკი ტაბუცაძის ლელო.

Leave a comment

Your email address will not be published.