სამი წამი ფეხის მოტეხამდე

ჩავიმ ბარსელონაში დანი ალვეში დააბრუნა, რომელმაც ახალგაზრდებთან უნდა იმუშაოს.

დრო გამოაჩენს ჩავის არჩევანის მართებულობას, თუმცა ბევრი თვლის, რომ დანი ალვეში შენელებული მოქმედების ნაღმია და ვერ იტყვი, როდის აფეთქდება.

ქვემოთ ერთ პატარა ისტორიას მოგითხრობთ, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ის იყო:

La pelea entre Dani Alves y Bonucci que provocó su salida de la Juventus

„ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გასახდელში ვისხედით. ვიცოდით, რომ ახლა დანი შემოვა და „დიჯეის“ რეჟიმს ჩართავს. ამას მაინც არ ველოდით – მან ჩვენი დაყრუება გადაწყვიტა, ბოლო ხმაზე ჩართო Samba Do Janeiro და ისეთი თავდავიწყებით აცეკვდა, გეგონებოდა, ცხოვრებაში ბოლოჯერ ცეკვავსო. ბონუჩიმ ვერ მოითმინა და უთხრა, თუ სამ წამში არ გათიშავ, ფეხს მოგატეხო. ალვეშმა უპასუხა, რომც წავაგოთ, მე უკვე სამჯერ მაქვს მოგებული ლიგა და შენ არც ერთხელო. ლიგა მეც კი მქონდა მოგებული, მაგრამ ეს რა სათქმელი იყო?! ბონუჩი ყელში სწვდა და დარტყმას უპირებდა, როცა მასიმილიანო ალეგრი ჩაერია – არ დავიწყებ მტყუან-მართლის გარჩევას და ორივეს კინწისკვრით გაგყრით გუნდიდანო. ამან განმუხტა სიტუაცია“, – ეს ისტორია მარიო მანჯუკიჩმა მოყვა, რომელმაც იმ საღამოს კარიერაში, ალბათ, ულამაზესი გოლი გაიტანა, მაგრამ რად გინდა…

როცა გასახდელში ასეთიბი ხდება, მოედანზე რას უნდა ელოდე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *