2022 წელი ახლოვდება და ჯერ კიდევ ბევრ UFC-ს ვარსკლავს ბრძოლები არ აქვს ჩანიშნული. შესაბამისად, ერთმანეთის გამოწვევებიც აქტიურ ფაზაშია შესული. ბოლო პერიოდში, ნეიტ დიაზის პოტენციურ მეტოქეებად კონორ მაკგრეგორი და ხამზატ ჩიმაევი განიხილებოდნენ. ამჯერად ნეიტმა UFC-ს მატჩმეიკერების როლი შეითავსა და მსგავსი წინადადებით გამოვიდა:
“მოდი კონორი და ხამზატი ვაჩხუბოთ ერთმანეთს. დიდებული ბრძოლა იქნება. კონორს ახალწვეული ბიჭი სჭირდება, ვნახოთ თუ კიდევ შეუძლია საერთოდ ბრძოლა. კარგი იდეა შემოგთავაზეთ, ასე რომ მადლობა”.
ნეიტის აღნიშნულ განცხადებას კონორმა მოკლედ და უხეშად უპასუხა: “პრობლემა არაა, ბო*ო.”
დიაზს ჩიმაევიც გამოეხუმაურა:
“შენ იცი რომ ბოლო შანსი გაქვს დარჩე UFC-ში, მაგრამ დენა უაითს უნდა რომ მე გცემო. შენც იცი რომ ასე მოხდება, ასე რომ გამირბიხარ გამხდარო ბიჭო.”
სამმაგი ინტერაქცია დიაზმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:
“კარგი ჩხუბი იქნება ნადმვილად, წარმატებებს გისურვებთ. მაგრამ ფრთხილად იყავით, ორივენი ჯანმრთელები და ძლიერები მჭრდებით ჩემთან ბრძოლისთვის”.