რუსეთს არა! “მათთან თამაში არ გვინდა…”

Warszawa, 28.03.2021. Radoœæ Polaków po strzeleniu drugiego gola przez Roberta Lewandowskiego (C) w meczu eliminacyjnym pi³karskich mistrzostw œwiata grupa I z reprezentacj¹ Andory, na Stadionie Miejskim Legii Warszawa im. Marsza³ka J. Pi³sudskiego, 28 bm. (paw) PAP/Leszek Szymañski

პოლონეთის, ჩეხეთისა და შვედეთის ფეხბურთის ფედერაციები ერთობლივი განცხადებით გამოვლენ: ბოიკოტი რუსეთის ნაკრებს. ისინი უარს განაცხადებენ რუსეთის წინააღმდეგ სტუმრად თამაშზე. წერს პოპულარული პოლონური Przeglad Sportowy, Football.Ua… ინიციატორი პოლონური მხარე ყოფილა.

რატომ კონკრეტულად ეს 3 ქვეყანა? მარტის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი-ოფებია, მათ შორის, რუსეთი-პოლონეთი, შვედეთი-ჩეხეთი. გამარჯვებულები შემდეგ ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს და ამ ოთხიდან საუკეთესო გავა მსოფლიოზე.

დღის განმავლობაში იწერებოდა, რომ პოლონელები ჯერ რუსეთში თამაშზე არ იყვნენ თანახმა, საღამოს კი დაიწერა, რომ ზოგადად არ სურთ მათ წინააღმდეგ გამოსვლა და ბოიკოტს აპირებენ.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კი Twitter-ზე დაწერა ფლეი-ოფების რუსეთიდან გადატანის შესაძლებლობაზე:

„ეს საკითხი სერიოზულად უნდა განვიხილოთ და გავაანალიზოთ. იმედია, პირველ მატჩამდე (24 მარტი) სიტუაცია შეიცვლება“.

Leave a comment

Your email address will not be published.