სამტრედია ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

სამტრედიამ პლეი-აუტის განმეორებით შეხვედრაში ბოლნისის სიონი 2:0 დაამარცხა, 2 მატჩის ჯამში 3:0 და 2023 წლის სეზონში ეროვნულ ლიგა 1-ში იასპარეზებს.

სამტრედიამ ეროვნულ ლიგა 2-ში მე-3 ადგილი დაიკავა, რითაც პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც სიონს შეხვდა. გიორგი შაშიაშვილის გუნდმა პირველი მატჩი 1:0 ვარლამ კილასონიას გოლით მოიგო, დღეს კი თავი სირილ ჩამბამ დუბლით გამოიჩინა.

რაც შეეხება ეროვნული ლიგის პლეი-აუტის მეორე წყვილს, შეგახსენებთ, რომ გაგრამ სპაერი 2:0 დაამარცხა, ამ გუნდებს შორის მეორე მატჩი კი 12 დეკემბერს გაიმართება.

ფოტო: სამტრედიას ფეისბუქ გვერდი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *