სამტრედიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ფეისბუქ გვერდის ცნობით, იმერლები გიორგი შაშიაშვილმა ჩაიბარა. ამ პოსტზე მან ლერი მეგენეიშვილი შეცვალა.
სამტრედია შარშან მე-10 ადგილზე გავიდა და ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა. გუნდს თითქმის მთელი სეზონი გია ცეცაძე ხელმძღვანელობდა, ბოლო რამდენიმე მატჩი კი იგი ლერი მეგენეიშვილმა ჩაანაცვლა.
ეროვნული ლიგა 2 პირველ მარტს დაიწყება. სამტრედია პირველ ტურში ვიტ ჯორჯიას შეხვდება.
რაც შეეხება შაშიაშვილს, 42 წლის სპეციალისტი ბოლოს ქობულეთის შუქურაში მუშაობდა. გუნდს, რომელმაც შარშან მე-9 ადგილი დაიკავა და ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდა.
ფოტო: სამტრედიას ფეისბუქ გვერდი