სამუელ ეტო’ო: ჩემი ნება რომ იყოს, ოქროს ბურთს ყოველ წელს მესის მივცემდი

ბარსელონას და კამერუნიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო’ომ ოქროს ბურთზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის ამ ტიტულს ყოველ წელს ლეო მესი იმსახურებს.

“ჩემი ნება რომ იყოს, ოქროს ბურთს ყოველ წელს მესის მივცემდი. მე მომწონს იგი როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება. მესი ჩემს შვილსაც უყვარს. სამაგალითოა თუ როგორ განავითარა ლეომ მისი კარიერა. მე ასევე ძალიან მომწონს კარიმ ბენზემა და ვთვლი, რომ წელს ოქროს ბურთის მოგების დიდი შანსი ექნება.”-განაცხადა ეტო’ომ.

შეგახსენებთ, რომ ეტო’ო და მესი ბარსელონაში ერთად წლების განმავლობაში თამაშობდნენ და უამრავი ტიტული მოიგეს. ბარსას შემდეგ კამერუნელმა ინტერში, ანჟიში, ჩელსიში, ევერტონში, სამპდორიაში, ანთალიასპორში, ქონიასპორში და კატარში ითამაშა. ეტო’ომ კარიერა 2019 წელს 38 წლის ასაკში დაასრულა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *