სამყაროს მწვერვალზე

ბორემ ვუდი, ჰართფორდშირის საგრაფოს პატარა გუნდია. ამჟამად ინგლისის რიგით მეხუთე დივიზიონში თამაშობს. კვირას მათ ისტორიული მატჩი მოიგეს – მესამელიგელ უიმბლდონს ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში (ჩვენებურად 1/32 ფინალი) 2:0 აჯობეს და ისტორიაში პირველად გავიდნენ შემდგომ ეტაპზე.

Boreham Wood will be in Sunday's fourth round draw

რაც შემდეგ მათ გასახდელში ხდებოდა, რთული აღსაწერია. საგიჟეთი. მწვრთნელ-ფეხბურთელები ერთმანეთს ახტებოდნენ, წყალს და შამპანურს ასხამდნენ. ღრიალებდნენ, რომელსაც თავად სიმღერას უწოდებენ. მოკლედ, დიდი მხიარულება იყო.

მათმა მწვრთნელმა, ლუკ გარარდმა, რომელსაც თურმე თავის დროზე უიმბლონშიც უთამაშია, თქვა: მე სამყაროს მწვერვალზე ვარო!

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *