სამხრეთაფრიკელთა ტურნე COVID19-ის გამო გაუქმდა

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ორივე ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, აგვისტოში დაგეგმილი აფრიკელთა ორკვირიანი ტურნე გაუქმებულია.

 

უმცროსი ბოკე საქართველოში 1 აგვისტოს უნდა ჩამოსულიყო და ჩვენს 18-წლამდელთა ნაკრებთან, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სამი თამაში გაემართა. მხარეებს შორის დღეს გამართული მოლაპარაკებისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე ეს ტურნე აღარ გაიმართება.

 

“ჩვენთვის პრიორიტეტი მოთამაშეების ჯანმრთელობაა და სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად ვიცავდით კოვიდ-რეგულაციებს და რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების კუთხით, ამ თამაშების გამართვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მოთამაშეების ჯანმრთელობით ვერ გავრისკავდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ და სამხრეთ აფრიკელებმა ტურნეს გაუქმების გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ” – თქვა საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *