სამხრეთელებმა დომინაცია აღადგინეს

ახალი ზელანდია 60:13 ფიჯი

ახალი ზელანდია: 9 ლელო – რისი (3), სავეა, ჯორდანი, იოანე, ტაუკეიაჰო (2), ფრიზელი

6 გარდასახვა: მოუნგა (5),  ბარეტი.  ს: მოუნგა

ფიჯი: ლ-  რავაი  2ს,გ: ვოლავოლა

 

ახალი ზელანდიის ნაკრებმა მეორე ტესტ მატჩი გმართა ფიჯის ეროვნულ გუნდთან და დიდი ანგარიშით მოუგო – 60:13. ფიჯელებს რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლდათ. მათ შორის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სემი რადრადრა. თუმცა, სავარაუდოდ, არც მისი ყოფნის შემთხვევაში დააკლებდა ოლ ბელქსი მფრინავ ფიჯელებს.

ორივე მატჩში დიდი სხვაობით მარცხის მიუხედავად, ქომაგები მომხრე არიან ფიჯის ნაკრები იაპონიასთან ერთად ოთხ ერს დაამატონ. რაც, სავარაუდოდ, 2023 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ მოხდება კიდეც.

ოლ ბლექსმა მეტოქეს ცხრა ლელო გაუტანა აქედან სამი წარმოშობით ფიჯელი გარემარბის სევუ რისის ანგარიშზეა.

 

ავსტრალია-საფრანგეთი 33:30

ასტრალია: 3ლ – მაკდერმორტი, ლოლესიო, ტუპოუ. 4ს,3გ – ლოლესიო

გაძევება: კოროიბეტე

საფრანგეთი: 3ლ – კულუ, ვოკი, ბარასი. 3ს,3გ – ჟამინე

 

საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრალიური სამმატჩიანი ტურნე 1:2 წააგო. მესამე მატჩი უწინდელ ორზე არანაკლებ დაძაბული გამოდგა და მატჩის ბედი ვოლაბების მგეაზვის ნოა ლოლესიოს ერთით მეტმა საჯარიმომ გადაწყვიტა – 33:30.

გუნდებმა სამ-სამი ლელო გაიტანეს, ლოლესიომ და ფრანგთა ფულბეკმა მელვინ ჟამინემ ყველა გარდასახეს. ლოლესიომ ოთხი საჯარიმო მიითავალა, ჟამინემ კი, სამი.

აღსანიშნავია, რომ ფრანგებს 76 წუთის განმავლობაში რიცხობრივი უპირატესობა ქონდათ. მატჩის არბიტრმა დასაწყისშივე ავსტრალიელთა ყველაზე სახიფათო გარემარბი მარიკა კოროიბეტე წითელი ბრათით გააძევა განზრახ უხეში თამაშისთვის. მიუხედვად ამისა, თოთხმეტმა ავსტრალიელმა თხუთმეტი ფრანგის დამარცხება მაინც შეძლო.

 

უელსი-არგენტინა 11:33

უელსი: ლ – ლანე. 2ს – ჯ.ევანსი

არგეტინა:  3ლ – მორონი, კუბელი, მატერა. 4ს,3გ: სანჩესი

 

უელსის ნაკრები, რომელსაც ბრიტანელ ლომებში მივლინებული საუკეთესო მორაგბეები აკლდა ვერას გახდა ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე არგენტინის ეროვნულ გუნდთა და 11:33 დამარცხდა.

პუმებმა შესანიშნავად ითამაშეს და მასპინძლებს მხოლოდ ერთი ლელოს გატანა დააჯერეს. თვითონ კი, სამი მიითვალეს და დამსახურებულად მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალია, უელსი და ფიჯი 2023 წლის მსოფლიოს თასზე ბორჯღალოსნების სავარაუდო მეტოქეები არიან.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *