სამხრეთ აფრიკამ არგენტინა მარტივად დაამარცხა

სამხრეთ ნახევარსფეროში სტარტი აიღო The Rugby Championship-ის ტურნირმა. მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა – სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა პორტ ელიზაბეთში უმასპინძლა არგენტინის ნაკრებს და მეტოქე 32:12 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მესამე წუთზე გაიხსნა – მოპოვებული ჯარიმა 3 ქულად აქცია ელტონ იანკისმა.

null

ამ მოვლენიდან 10 წუთში შეტევაზე წასულ არგენტინას ბურთი ძირს დაუვარდა, რომელიც „ბოკეს“ N9-მ კობუს რეინახმა აიტაცა, 80 მეტრი ირბინა და ლელო დადო.

მე-18 წუთზე ელტონ იანკისმა ფეხით გადაუკიდა ოვალური ბურთი ფრთაზე ჩასაფრებულ ფასის, რომელმაც არგენტინელ მცველებს აჯობა და მორიგი ლელო დადო.

შეხვედრის მიწურულს სამხრეთ აფრიკამ ბონუს ქულის მომტანი ლელოს დადებაც მოახერხა – მეტოქის 22 მეტრიან ზონასთან მასპინძლებმა იოლად მოიგეს აუტი, შეცვლაზე შემოსულმა ვან სტანდენმა მშვენიერი კონტაქტით ჯერ ერთი მოწინააღდეგე მოიშორა, შემდეგ მეორე და არგენტინელთა დაცვა არია. მორნე შტეინმა გრძელი პასით მონახა 21 წლის ჰენდრიქსი, რომელმაც სადებიუტო მატჩი ლელოს დადება მოახერხა.

80 წუთის განმავლობაში არგენტინა შეტევაში ფაქტიურად არაფერი გამოსდიოდა. „პუმების „ათიანმა“ ნიკოლას სანჩესმა 4 ჯარიმა გაიტანა და საკუთარ ნაკრებს 12 ქულა მოუტანა, უფანტაზიოდ მოთამაშე არგენტინა მეტს ვერაფერს გახდა.

სამხრეთ აფრიკამ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში იდეალურად ითამაშა, აშკარად დაჯაბნა მეტოქე და იოლი გამარჯვება იზეიმა „პუმებთან“ – 32:12.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *