სანაკრებო სუპერთასი? იტალიისგან პასუხს ელიან

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ კონმებოლმა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციას სანაკრებო სუპერთასის ჩატარება შესთავაზა. უფრო კონკრეტულად, კონმებოლის ხელმძღვანელებმა იტალიელებს იტალია – არგენტინის ჩატარება შესთავაზეს როგორც ევროპის ჩემპიონატის და კოპა ამერიკის გამარჯვებულების.

იმ შემთხვევაში თუ იტალიელები თანხმობას განაცხადებენ, მატჩი 2022 წელს გაიმართება. მოგეხსენებათ საკმაოდ შევიწროებული კალენდარია და გარდა ამისა კორონავირუსის პანდემია კვლავ დიდ პრობლემებს ქმნის.

არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიას 1:0 მოუგო, იტალიის ნაკრებმა კი ევროპირველობის გადამწყვეტ მატჩში ინგლისთან 1:1 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 3:2 იმარჯვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *