განის ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა დრო იხელთა და კორეელ სონთან სელფი გადაიღო. ეს იმ დროს, როცა განა-სამხრეთ კორეის მატჩი დასრულდა და სონი წაგებას (2:3) განიცდიდა. აზიელი ვარსკვლავი ტიროდა…
განის ნაკრების სხვა წარმომადგენლები სონს აწყნარებდნენ, მწვრთნელმა კი მოასწრო სელფის გადაღება.
კორეელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი რჩებათ. აი, სონი კი ჯერჯერობით უგოლოდაა.