სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია. თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბაზაძემ ფინალში რუსი კამილ იბრაგიმოვი 15:8 დაამარცხა.

ფინალამდე ბაზაძეს მარტივი გზა არ გაუვლია. 28 წლის მოფარიკავემ 1/32 ფინალში უნგრელ შანად გემესს 15:10 მოუგო, 1/16 ფინალში სამხრეთ კორეელი ჯუნჰო კიმი 16:7 დაამარცხა, 1/4 ფინალში იტალიელ ჯოვანი რეპეტის 15:10 მოუგო, 1/2 ფინალში კი ფრანგ 15:10 სძლია.

Leave a comment

Your email address will not be published.