34 წლის სანდრო კობახიძე სამწვრთნელო ამბებში ჩაერთო. საქართველოს ნაკრების ყოფილ შემტევზე ვწერთ, რომელმაც პარიზში საფრანგეთს გაუტანა გოლი (1:3 წაგებულ შეხვედრაში) და ნაკრებში 35 თამაშიც მოუგროვდა.
კობახიძემ შარშან ბოლნისის სიონში დაასრულა კარიერა, ისე კი, კარიერის უმეტესი ნაწილი უკრაინულ გუნდებში გაატარა.
ამჟამად სანდრო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ლაშა ფირცხალაიშვილის თანაშემწეა. ფირცხალაიშვილი ვიტ ჯორჯიაში მუშაობდა და 2018 წელს გუნდი მისი ხელმძღვანელობით ლიგა1-ში გადავიდა. ახლა 2004 წელს დაბადებულთა ნაკრებს წვრთნის.
ნაკრები პირველად თებერვალში შეიკრიბება. შემოდგომაზე კი შესარჩევი ელით დანიაში, სადაც მეტოქეები იქნებიან მასპინძელი დანია, ინგლისი და მონტენეგრო.