სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი ნბა-ში

წარმატებული სტარტი აიღო სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკიმ“ ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე. ლას ვეგასში „ბაქსმა“ 81:78 დაამარცხა „კლიპერსი“.

ქართველი კალათბურთელი ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და გამარჯვებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

29 წუთში სანდრომ ორმაგი დუბლი შეასრულა სადებიუტო მატჩში და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში – 11 ქულა, 12 მოხსნა(6 მეტოქის ფარზე), 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.

მამუკელაშვილმა რვაჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათისკენ, საიდანც 3 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 6-დან 5 ბურთი მოათავსა კალათში.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „მილუოკის“ მსუბუქი ფორვარდი – ჯორდან ნვორა გახდა, რომელმაც მატჩი 30 ქულით, 8 მოხსნით და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

ნბა-ს summer league-ზე დებიუტი ქონდა 2021 წლის დრაფტის მე-5 არჩევანს – ჯეილენ საგსს, რომელმაც „ორლანდოს“ მაისურით პირველივე მატჩში გაიბრწყინა.
„მეჯიქმა“ „გოლდენ სტეტი“ 91:89 დაამარცხა, საგსის ანგარიშზე კი 24 ქულა, 9 მოხსნა და 3 დაფარება იყო.

ჯეილინმა ერთი ბლოკშოტი მეოთხე მეოთხედის უკანასკნელ წამებზე შეასრულა, არ მისცა მეტოქეს მატჩის ძირითად დროში მოგების საშუალება და შეხვედრა ოვერტაიმშ გადაიყვანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *