სანდრო მამუკელაშვილის რეკორდები “კლივლენდთან” მატჩში

NBA-ში კორონავირუსი მძვინვარებს. სერიოზული პრობლემები შეექმნა არაერთ გუნდს, რომელთაც იზოლაციაში ყავთ გადაყვანილი მოთამაშეთა საკმაოდ დიდი ნაწილი. გამონაკლისი არც “მილუოკი ბაქსია”, რომელსაც ვირუსის გამო აკლდა იანის ანტეტენკუმპო, კრის მიდლტონი ტრავმირებულია, არ იყო ჯრუ ჰოლიდეი, არც გრეისონ ალენი…

“ბაქსის” მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბუდენჰოლცერმა გაჭირვებით მოაგროვა 8 კალათბურთელი, რათა საშიანაო მატჩში დაპირისპირებოდა “კლივლენდ კავალიერზს”.

წამყვანი მოთამაშეების არყოფნა სანდრო მამუკელაშვილის შანსია, რათა ქართველმა ცენტრმა თავი გამოიჩინოს და გაცილებით უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს.”კლივლენდთან” მატჩში “მამუ” სასტარტო ხუთეულში მოხვდა და ერთბაშად კარიერიის რამდენიმე რეკორდი დაამყარა:

null

სანდრომ პარკეტზე 42 წუთი გაატარა და ეს მაჩვენებელი მის კარიერაში საუკეთესოა (იგულისხმება NBA-ში ჩატარებული ოფიციალური მატჩები).

მამუკელაშვილმა “კავალიერზს” 17 ქულა ჩაუგდო და პირადი რეკორდი 5 ქულით გააუმჯობესა (მანამდე 12 ქულა ქონდა “მაიამისთან”).

“მამუმ” 9 სამქულიანი ესროლა, საიდანც 4 ზუსტი იყო – ესეც ქართველი ცენტრის პირადი რეკორდია.

მიუხედავად სანდრო მამუკელაშვილის კარგი ასპარეზობისა, “ბაქსმა” მატჩი უშანსოდ 90:119 წააგო. “კლივლენდმა” პირველივე მეოთხედი 14 ქულიანი ჰანდიკაპით მოიგო (34:20) და შემდეგ ხელიდან აღარ გაუშვია ეს უპირატესობა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი “კავალიერზის” თურქი ლეგიონერი – ჩედი ოსმანი გახდა, რომელიც მეორე ხუთეულიდან ჩაერთო მატჩში და 27 წუთში 23 ქულა+5 მოხსნა+4 პასი დააგროვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *