სანდრო მამუკელაშვილის 10 ქულა „ბრუკლინთან“

ამერიკაში გრძელდება ნბა-ს საზაფხულო ლიგა. მეორე ტურის მატჩში სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკიმ“ დაძაბულ შეხვედრაში 91:97 დათმო „ბრუკლინთან“ და დიდი ალბათობით საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშა.

ქართველი კალათბურთელი ამჯერადაც „ბაქსის“ სასტარტო ხუთეულში იყო და მცირედი დააკლდა მორიგი ორმაგი დუბლის შესასრულებლად.

სანდრომ პარკეტზე სოლიდური – 29 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 10 ქულა, 8 მოხსნა(3 მეტოქის ფარზე), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.

მამუკელაშვილმა თამაშიდან ექვსჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათისკენ და სამჯერ ჩააგდო, ორჯერ დაკარგა ბურთი და მიიღო 3 პერსონალური შენიშვნა.

„მილუოკის“ რიგებში საუკეთსო ამჯერადაც ჯორდან ნვორა გახდა, რომელმაც 22 ქულა ჩაუგდო „ბრუკლინს“, 13 ქულა დააგროვა პინსონმა.

სათადარიგოთა სკამიდან მატჩში მშვენივრად ჩაერთნენ ენოჩი და კალაიზაკისი, რომელთაც ჯამში 27 ქულა გამოიმუშავეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ბრუკლინის“ კალათბურთელი – კემ ტომასი გახდა, რომელიც „ნეთსის“ მეორე ხუთეულში იყო და შეხვედრა 22 ქულით, 2 მოხსნით, 4 პასით და 1 ჩაჭრით დაასრულა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სანდრო მამუკელაშვილმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„ პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან მომწონს „მილუოკი ბაქსი“. ეს არის ორგანიზაცია, სადაც ძალიან ბევრ შეგიძლია ისწავლო.
„ნბა“-ში „სეიტონ ჰოლიდან“ მოვხვდი, რომელთაც ძალიან ბევრი რამ მასწავლეს და მომაზდეს ამ ეტაპისთვის, რასაც ქვია ნბა-ში თამაში.

ძალიან კარგად მესმის, თუ როგორი სიძლიერის გუნდში მოვხვდი. მზად ვარ სწავლისთვის, მოსმენისთვის და შსრომისთვის.მენტორები მშვენიერი მყავს – იანისი, ჯრუ, კრისი. მათგან ძალიან ბევრს ვისწავლი.

ჩემთვის ნბა არ არის 1-2 წლიანი პროცესი. მე აქ დიდხანს დასარჩენად ვარ მოსული, 10 წლიანი პროცესია და ეს კარგად მესმის.

მიხარია რომ გუნდის წევრი გავხდი. ძალიან კარგად მესმის ის თემაც, რომ მე დიდი როლი არ მექნება ესეთი სიძლიერის გუნდში, თუმცა მზად ვარ ვისწავლო, გავიზარდო როგორც კალათბურთელი და მუდმივად 100%-ით ვიყო მზად. არავინ არ იცის როდის მოგეცემა შანსი. რეგულარულის მიმდინარეობისას, რომელიმე მატჩში შეიძლება დაასვენონ ძირითადის კალათბურთელები და საჭირო გავხდე.
უმეტესად G ლიგაში მომიწევს თამაში, თუმცა ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. როდერსაც „ბაქსს“ დავჭირდები, მუდმივად მზად ვიქნები.

ბევრი გულშემატკივარი თვლის, რომ დაცვაში თამაში მაინდამაინც კარგად არ შემიძლია. მე ისე ვთამაშობ ყველა მატჩს, თითქოს ეს უკანასკნელი შეხვედრა იყოს ჩემს კარიერაში. 100%-ით ვიხარჯები და არ ვზოგავ თავს დაცვაშიც – ვიბრძვი მოხსნებზე, ვასრულებ შავ სამუშაოს.

როგორც უკვე გითხარით, მე მზად ვარ სწავლისთვის, შრომისთვის და მომატებისთვის.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *