სანდრო მამუკელაშვილის 20 ქულა და 11 მოხსნა „ბრუკლინ ნეთსთან“ (ვიდეო)

ნბა-ს 2021/22 სეზონის სტარტის წინ გრძელდება გასახურებელი, საგამოფენო მატჩები. მოქმედმა ჩემპიონი „მილუოკი“ Barclays Center-ში ესტუმრა „ბრუკლინ ნეთსს“ და დაძაბულ ბრძოლაში 115:119 დამარცხდა.

„ბაქსის“ რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც პირველად მოხვდა გუნდის ძირიდათ ხუთეულში და მწვრთნელის გაცემული ნდობა სრულიად გაამართლა. ქართველმა ფორვარდმა 30 წუთი გაატარა პარკეტზე და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 20 ქულა (9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი, 6-დან 2 საჯარიმო) 11 მოხსნა (2 შეტევაში) , 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო.

„მამუმ“ ორმაგი დუბლი შეასრულა და ერთნაირად კარგი იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. იგი მუდმივად ცდილობდა „შავი სამუშაო“ შეესრულებინა და სარგებელი მოეტანა გუნდისთვის, უკვე თითქმის ყველა სათამაშო ასპექტში ეტყობა ქართველს საკმაოდ დიდი პროგრესი.

სხვადასხვა მიზეზების გამო „მილუოკის“ არ ყავდა გუნდის წამყვანი მოთამაშეები – იანის ანტეტენკუმპო, კრის მიდლტონი, ჯრუ ჰოლიდეი და ბობი პორტისი. მათ არყოფნაში კი პარკეტზე ლიდერობა ქართველმა კალათბურთელმა აიღო. მამუკელაშვილის და მის „ბაქსს“ ცოტა დააკლდათ რათა სტუმრად დაემარცხებინათ თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე „ბრუკლინი“, რომელსაც სასტარტო ხუთეულში ყავდა კევინ დურანტი და ჯეიმს ჰარდენი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *