სანდრო მამუკელაშვილის 21 წუთი „მაიამისთან“

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი – „მილუოკი“ აგრძელებს წარმატებულ სვლას რეგულარულ სეზონში. „ბაქსმა“ მორიგი ტურის შეხვედრაში „მაიამის“ უმასპინძლა და მარტივად 124:102 დაამარცხა.

„მილუოკი“ ზედიზედ მეორე შეხვედრაა იანის ანტეტენკუმპოს გარეშე ასპარეზობს, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. ბერძენის არყოფნა კი თავის გამოჩენის შანსს აძლევს ქართველ სანდრო მამუკელაშვილს.

„მამუ“ „ჰიტთან“ მატჩში ძირითად ხუთეულში იყო და სოლიდური 21 წუთი გაატარა პარკეტზე. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 5 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი), 7 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) და 3 შედეგიანი გადაცემა იყო.

null

„ბაქსმა“ პირველივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა – ძალიან კარგად გამოიყურებოდა კრის მიდლტონი, რომელმაც 30 წუთში 22 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პეტ კონაუტონმა პაერიმეტრიდან დაბომბა სტუმრები, ჩაუგდო რა 7 სამქულიანი (ჯამში დააგროვა 23 ქულა).

ბამ ადებაიოს და ჯიმი ბატლერის გარეშე მოთამაშე „მაიამი“ უშანსოდ დარჩა. 3 მეოთხედის შემდეგ სტუმრები 76:105 აგებდნენ და ბოლო 12 წუთეული “გარბიჯ თაიმად” იქცა.

მიმდინარე სეზონში ეს გუნდები მეორედ შეხვდნენ, პირველ მატჩში „მაიამიმ“ NBA-ს მოქმედი ჩემპიონები 137:95 გაანადგურა, დღეს კი „მილუოკიმ“ რევანში აიღო.

24 გამართული მატჩის შემდეგ „ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა 15 მოგებით და 9 წაგებით. „ჰიტმა“ რეგულარულ გათამაშებაში მეათე შეხვედრა დათმო და 14/10 ბალანსით მეხუტე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *