დასრულდა ნბა-ს 2021 წლიოს დრაფტი, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის გასახარი ფაქტით აღინიშნა. 54-ე პიკით „ინდიანამ“ სანდრო მამუკელაშვილი აირჩია და იქვე გაცვალა ნბა-ს მოქმედ ჩემპიონ – „მილუოკი ბაქსში“.
ქართული კალათბურთის ისტორიაში მამუკელაშვილი გახდა მე-7 კალათბურთელი, რომელიც ნბა-ს დრაფტზე აირჩიეს.
ვლადიმერ სტეფანია – 1998 წლის 27-ე პიკი (სიეტლ სუპერსონიქსი)
ნიკოლოზ ცქიტიშვილი – 2002 წლის მე-5 პიკი (დენვერ ნაგეთსი)
ზაზა ფაჩულია – 2003 წლის 42-ე პიკი (ორლანდო მეჯიქი)
ვიქტორ სანიკიძე – 2004 წლის 42-ე პიკი (ატლანტა ჰოუქსი) არ მიეცა ნბა-ში თამაშის საშუალება
თორნიკე შენგელია – 2012 წლის 54-ე პიკი (ფილადელფია 76-ერსი)
გოგა ბითაძე – 2019 წლის მე-18 პიკი (ინდიანა პეისერსი)
სანდრო მამუკელაშვილი – 2021 წლის 54-ე პიკი (ინდიანა პეისერსი)
ნბა-ს 2021 წლის დრაფტზე პირველ ნომრად როგორც მოსალოდნელი იყო “დეტროიტმა“ კეიდ კაკინგჰემი აიყვანა, „ჰიუსტონმა“ მეორე პიკად ჯალენ გრინი აირჩია, ხოლო „კლივლენდმა“ მესამე არჩევანის უფლებით ეივან მობლი აიყვანა.
1. კეიდ კანინგჰემი (დეტროიტი)
2. ჯალენ გრინი (ჰიუსტონი)
3. ეივან მობლი (კლივლენდი)
4. სკოტი ბარნსი (ტორონტო)
5. ჯალენ საგსი (ორლანდო)
6. ჯოშ გიდი (ოკლაჰომა)
7. ჯონათან კუმინგა (გოლდენ სტეიტი)
8. ფრანზ ვაგნერი (ორლანდო)
9. დევონ მიჩელი (საკრამენტო)
10. ზიარ ვილიამსი (ნიუ ორლეანი) — გაიცვალა „მემფისში“