ლეროი სანე ზედიზედ მესამე თვეში დაასახელეს ბაიერნის საუკეთესო ფეხბურთელად. სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრისაც… ჯერ ბაიერნი რა დონისაა და ახლა იქ ზედიზედ სამჯერ საუკეთესო რომ ხდები, ძალიან მაგარი ამბავია.
აქ საუბარია იმ სანეზე, რომლის გუნდიდან გაშვებას მოითხოვდნენ. რომელსაც დიდი ჩავარდნა ჰქონდა და ფანები უსტვენდნენ – მის შეცვლას ითხოვდნენ პირველივე ტაიმში.
მოკლედ, გარდაიქმნა სანე.
ფოტოზე მამა-შვილი სანეები არიან… სულეიმანი და ლეროი
სენეგალელმა სულეიმანმა 1994 წელს თბილისის დინამოსთან თამაშით გაგვაცნო თავი. ავსტრიის ტიროლში თამაშობდა… თბილისში დინამომ 1:0 აჯობა ტიროლს, იქ კი 1:5 წააგო და გავარდა. სანემ აქ მურთაზ შელიას აჰკიდა წითელი ბარათი, მერე ინსბრუკშიც მაგრად ითამაშა.
ლეროი სანე იმ დროს დაბადებული არ იყო. 1996 წელს დაიბადა.
სულეიმან სანეს მეუღლე გერმანელია: ტანმოვარჯიშე რეგინა ვებერი. ლეროიც დადიოდა ტანვარჯიშზე.