ოთხი ერის გათამაშება პანდემიის გამო ჩაშლის პირას იყო მსული. ახალი ზელანდიი ნაკრებმა შექმნილი რთული მდგომარეობის გამო ავსტრალიაში, ქალაქ პერთში 28 აგვისტოს მატჩის გამართვაზე უარი თქვა. სანზაარის გადაწყვეტილებით ეს შეხვედრა მოგვიანებით, სავარაუდოდ, ოქტომბერში მაინც გაიმართება. მას სწორედ პერთი უმასპინძლებს.
იქამდე კი, ოთხი ერის დარჩენილი შეხვედრები ყველა ავსტრალიაში გაიმართება. ტურნირის ბრისბენი, გოლდ კოუსტი და თაუნსვილი უმასპინძლებს.
ამდენად, სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების საიუბილეო მე-100 ტესტი ბრისბენში ჩატარდება. არადა, ამ მატჩის მასპინძლად ახალზელანდიური დანიდინი განიხილებოდა, სადაც ეს გუნდები პირველად დაუპირისპირდნენ ართმანეთს რაგბის ისტორიაში.