სანიოლი: “კატასტროფულად, ყოველგვარი ღირსების გარეშე დავიწყეთ”

ესპანეთთან სამარცხვინო მარცხის (რედ: სამარცხვინო არა წაგება, არამედ ის თამაშის ხარისხია, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა აჩვენა) შემდეგ (0:4), ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა

“რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა და ვაანალიზებდით, რომ რთული თამაში გველოდა. თამაში კატასტროფულად, ყოველგვარი ღირსების გარეშე დავიწყეთ, რითაც ესპანეთმა ისარგებლა. მცირე პოზიტივი რაც დავინახე, მეორე ტაიმში შემქნილი მომენტი და შედარებით გამოსწორებული თამაშია, თუმცა ეს ფაქტს არ ცვლის: ესპანეთსა და საქართველოს შორის დიდი უფსკრულია. ესპანეთს ვულოცავ, განსაკუთრებით, ჩემს მეგობარ ლუის ენრიკეს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას და წარმატებას ვუსურვებ.

განსაკუთრებით თვალშისაცემი ის არის, რომ ყველა ასპექტში დავმარცხდით. ყველაზე დიდი გავლენა მაინც ფეხბურთელებს შორის ტექნიკურმა სხვაობამ მოახდინა. კარგი ფეხბურთელები მყავს, თუმცა კლუბებში 1 საათზე მეტ ხანს არ თამაშობენ და სრულად დატვირთვა ნაკრებშიც არ შეუძლიათ. ამის გამო, იძულებული ვიყავი ცვლილებები გამეკეთებინა”


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *