მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში, საქართველომ კოსოვო მიიღო და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს ვილი სანიოლიმ უპასუხა
“მოგეხსენებათ რთულ ჯგუფში ვართ და გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ. ცენტრალურ ნახევარდაცვაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე, კიტეიშვილი. არ გაგვიმართლ, პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან დაბალი ტემპით ვითამაშეთ – ასე წარმატებას ვერ მივაღწევთ. მოთამაშეებთან ერთად ამ მატჩს კიდევ ერთხელ ვუყურებთ და შეცდომებს გავაანალიზებთ. ვეცდებით ესპანეთთან უკეთ ვითამაშოთ. ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვსურდა, თუმცა ასეთია ფეხბურთი. ვულოცავთ, კოსოვოს.
მეტოქემ რატომაც მოგვიგო, მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ფეხბურთელები უფრო შეთამაშებელნი არიან და უფრო მაღალ ტემპში თამაშობდნენ. მოთამაშეები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვერ გამოვიძახეთ, რადგან კლუბშიც არ უთამაშიათ. შეუთამაშებელი ფეხბურთელების გამოძახებას, ჩემი აზრით, კარგი შედეგი არ მოჰყვებოდა.
მყარი წესების შემოღება, ჩემთვის, როგორც მთავარი მწვრთნელისთვის რთულია. რაღაც ბალანსი უნდა ვიპოვო. იმედი მაქვს, გვილია, ოქრიაშვილი, შენგელია – კლუბებში ბევრს ითამაშებენ და ნაკრებსაც დაეხმარებიან.
მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ შემოქმედებითი მოთამაშეები დაგვაკლდნენ, ისეთები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან. ვეცდებით, ესპანეთთან ყველაფერი გამოვასწოროთ. ჩაბრაძესა და აზაროვის სასტარტოში დაყენება იმიტომ გადავწყვიტე, რომ გიორბელიძესა და კაკაბაძეს სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ”