სანიოლი მოგებულ მატჩზე: საუკეთესო შეხვედრა არ გვქონდა

საქართველოს ნაკრებმა წელი გამარჯვებით დაასრულა! თანაც, მეტოქეების დამარცხება მიყოლებით სამ შეხვედრაში მოახერხა! უზბეკეთთან მატჩის შემდეგ (1:0), ჟურნალისტებთან თამაში ვილი სანიოლიმ შეაფასა

“ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო შეხვედრა გვქონდა. ამხანაგურ შეხვედრებში შედეგზე მეტად თამაშის ხარისხია მნიშვნელოვანი, თუმცა წლის ბოლო მატჩი იყო და ფსიქოლოგიური კუთხით მოგება გვჭირდებოდა. მახარებს, რომ ეს შევძელით. შვედეთთან მატჩის შემდეგ, ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ, თუმცა დაცვა სპეციალურად არ შევცვალე, რადგან სისტემას ვქმნით და საქმეში ამ ფეხბურთელების ხილვა მსურდა. პირველ ტაიმში უკეთ თამაში შეგვეძლო.

დავით ვოლკოვი ახლახანს შემოგვიერთდა. შევედთან შეცვლაზე მაგრად შევიდა, დღეს კი გოლი გაიტანა, რაც თავდაჯერებას შემატებს. ნაკრებში გამოცდილება სჭირდება, უფრო უნივერსალური უნდა გახდეს. რაც მეტი არჩევანი მექნება, უფრო ბედნიერი ვიქნები. კვარაცხელიასგან, ყაზაიშვილისგან და წიტაიშვილისგან ბევრს ისწავლის.

ჩაკვეტაძემ გუშინწინ გვითხრა, რომ მუხლი აწუხებდა. სამედიცინო შტაბმა მისი ტრავმა შეისწავლა, სერიოზული არაფერია, მაგრამ ტკივილი ჰქონდა და შეკრება დატოვა. ვუსურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და დაგვიბრუნდეს.

ჯაბა კანკავას ოჯახური პრობლემები აქვს და შეკრება ამიტომ დატოვა. კვეკვესკირმა და გვილიამ კოსოვოსთან კარგად ითამაშეს და ძირითადში თამაში დაიმსახურებს. იმედი გვაქვს, ჯაბა ჩვენთან მალე იქნება.

მარტის შემდეგ რა სამუშაოც გავწიეთ, კმაყოფილი ვარ, თუმცა სექტემბრის შეხვედრების გამო ისევ მრცხვენია. მარტი კარგი იყო, შემოდგომა კი – პოზიტიური. შრომა მოგვიწევს, ცუდი მატჩები კიდევ ერთხელ უნდა გავაანალიზოთ და წინ წავიდეთ. ჩვენი მიზანია, ფეხბურთელები როცა ნაკრებს დაუბრუნდებიან, ისე ითამაშონ, როგორც ბოლო სამ შეხვედრაში.

რაც შეეხება იმას, კვარაცხელიას თაობაზე ბორდოს ვესაუბრე თუ არა. იქ სახლი მაქვს და მატჩებსაც ხშირად ვესწრები, მაგრამ ხვიჩაზე მათთან არ მისაუბრია. ახლა კვარას კლუბზე კონცენტრირება სჭირდება. პირველი 10 წუთი თავის თავზე თამაშობდა, ბოლო 15 წუთი კი ისე, რასაც მისგან ველით,” – თქვა სანიოლიმ

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *