სანიოლი: ცუდი ჩვევების დრო არაა

ვილი სანიოლი ფრანგულ Lequipe-ს ევროპის ჩემპიონატზე ესაუბრა. საფრანგეთი-შვეიცარია… ერთ-ერთი მერვედფინალი ესაა. ამ ბოლო დიდ ტურნირებზე თითქმის მუდმივად ხვდებიან ერთმანეთს.

„არ მინდა შვეიცარიელებს ეწყინოთ, მაგრამ ისინი არ შედიან საუკეთესო ნაკრებების რიცხვში… პროგნოზიც გასაგებია“ – თქვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა. ახლა უფრო ვრცლად.

„საფრანგეთი ძლიერ ნაკრებებთან კომფორტულად გრძნობს თავს, ხოლო უნგრეთთან სხვანაირად გამოჩნდა. ქაღალდზე შვეიცარია არცთუ ძლიერია, მაგრამ ვფიქრობ, ფრანგები ცუდ ჩვევებს არ გამოავლენენ და არაგრანდ გუნდებსაც დააფასებენ. ამჯერად საფრანგეთის ნაკრების მოტივაციაში ეჭვი არ მეპარება.

…ყველა შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო. შვეიცარიამაც გაიარა ჯგუფი და მერვედფინალში მოხვდა, ესე იგი, დასაკარგი არაფერი აქვს. ახალი ეტაპი იწყება.

…საფრანგეთის ნაკრებს 5-დღიანი შესვენება აქვს. იმედი მაქვს, ფეხბურთელებისთვის ეს შვება იქნება და შვეიცარიასაც სრულად მომზადებულები შეხვდებიან“.

რამდენიმე დღიწ წინ, უნგრეთთან 1:1-ის შემდეგ სანიოლმა საფრანგეთის ნაკრების მარჯვენა მცველი ბენჟამინ პავარი გააკრიტიკა – უსუსტესად ითამაშაო. დიდიე დეშამმა მომდევნო შეხვედრაში პავარი აღარ დააყენა, ჟიულ კუნდეს ენდო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *