სანიოლმა ნაკრებს ფეხბურთელი დაამატა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნამატია. ვილი სანიოლმა მოახლოებული 2 მატჩისთვის დინამო თბილისის ცენტრალური მცველი საბა ხვადაგიანი გამოიძახა. ეს საბასთვის ეროვნულ გუნდში მეორე გამოძახებაა. ფრანგმა მწვრთნელმა პირველად მას სექტემბრის მატჩებისთვის უხმო და ბულგარეთთან 90 წუთი ათამაშა.

საქართველოს ნაკრები ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის 2 მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი 9 რიცხვში საბერძნეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, 12-ში კოსოვოს ესტუმრება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *