სანტი მინა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

 

ვიგო სელტას შემტევს, სანტი მინას სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე 2017 წლის 16 ივნისს მომხდარ გაუპატიურებას ეხება, როდესაც მინა ვალენსიაში თამაშობდა. მაშინ ესპანელი შემტევი, მეგობარ და ასევე ფეხბურთელთან – დავიდ გოლდართან ფურგონში მივიდა, სადაც გოგონა დახვდა, რომელზეც დავიდმა უთხრა, რომ მინა მოსწონს. მიუხედავად ამისა, მსხვერპლმა მინასთან ურთიერთობა იუარა, ფეხბურთელი წავიდა, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა და იძალადა.

სელტას ფორვარდს 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ასევე, მას მსხვერპლისთვის კომპენსაციის სახით, 50, 000 ევროს გადახდაც დაეკისრა. მინას ქალთან მიახლოება 12 წლის განამვლობაში აეკრძალა.

ამავე დროს, გოლდარი, რომელიც ახლა იბიცაში თამაშობს, დანაშაულის ხელის შეშლისთვის უმოქმედობაში ბრალდებული იყო, თუმცა სასამართლომ გაამართლა.

მინა ვერდიქტის გასაჩივრებას აპირებს. პროცესის განმავლობაში, მან ქალთან სექსუალური კავშირი არ უარყო, თუმცა თქვა, რომ ეს ორმხრივი თანხმობით მოხდა.

სანტი მინა 26 წლისაა…

Leave a comment

Your email address will not be published.