„სან ანტონიო“ გრეგ პოპოვიჩის პენსიაზე გასვლისთვის ემზადება

„სან ანტონიომ“ აქტიურად დაიწყო მზადება იმ მოვლენისთვის, რასაც გრეგ პოპოვიჩის „პენსიაზე“ გასვლა ქვია. ESPN-ის ინსაიდერ ჯორჯ შულცის ინფორმაციით, უახლოესი 2 წლის პერიოდში გრეგი სამწვრთნელო კარიერას დაასრულებს და სრულიად ჩამოშორდება პროფესიონალურ კალათბურთს.

„სპურსი“ უკვე აქტიურად ეძებს პოპოვიჩის შემცვლელს, როგორც თავის ორგანიზაციაში ასევე მის მიღმაც.

ამ მომენტისთვის გრეგის სავარაუდო შემცვლელად მოიაზრებიან „სან ნატონიოს“ ყოფილი მოთამაშე მანუ ჯინობილის და ტიმ დანკანს. ასევე პრესაში აქტიურად იწერება „ბოსტონის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტ უილ ჰარდიზეც.

null

72 წლის გრეგ პოპოვიჩს 26 მატჩი დარჩა მოსაგები, რათა გადაასწროს დონ ნელსონს და ნბა-ს მწვრთნელთა რეიტინგში გადავიდეს პირველ ადგილზე (მწვრთნელები, რომელთაც ყველაზე მეტი მატჩი აქვთ მოგებული).

ამ მომენტისთვის „პოპს“ სამწვრთნელო კარიერაში 1310 გამარჯვება აქვს მოპოვებული და ის ამ შედეგით მესამე ადგილზე იმყოფება, ჩამორჩება რა მხოლოდ ლენი ვილკენსს (1332) და დონ ნელსონს (1335).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *