საოცარი ორთაბრძოლა – ჯასტინ გეიჯიმ მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა [VIDEO]

ნამდვილი სანახაობა და საოცრად გახსნილი მეინ ქარდი UFC 268-ზე. ჯასტინ გეიჯიმ მაიკლ ჩენდლერი ძალიან დაძაბულ და შთამბეჭდავ ბრძოლაში დაამარცხა. მიუხედავად უამრავი მძიმე დარტყმისა და ნოკდაუნებისა, ბრძოლა სრული 3 რაუნდი გაგრძელდა, მსაჯებმა კი ერთობლივი გადწყვეტილებით გამარჯვება გეიჯის მისცეს. მიუხედავად მარცხისა, აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი ჩენდლერის ბრწყინვალე პერფორმანსს – პირველ რაუნდში უდაოდ გაიმარჯვა, შემდეგ გეიჯი რამდენჯერმე კინაღამ დააფინიშა, თავისმხრივ კი ჯასტინის უძლიერეს დარტმებს ბოლომდე გაუძლო და შეგვახსენა, რომ ზედმეტსახელად “რკინა” ტყუილად არ ჰქვია. მესამე რაუნდში ხელებჩამოშვებული, ყველა მძიმე დარტყმას იღებდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ დაფინიშებულიყო.

აღნიშნული დაპირისპირება წლის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. რაც შეეხება ჯასტინს, ამ გამარჯვებით გეიჯიმ დიდი ალბათობით საჩემპიონო ორთაბრძოლა გაინაღდა – იგი პორიესა და ოლივეირას შორის გამარჯვებულს მსუბუქი წონის ქამრისთვის დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *