საოცარი რიცხვები! რაც რუსეთიდან წავიდა…

გახსოვთ, მარტის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელია რუბინიდან რომ წავიდა და ნაპოლიში გადასვლის ამბავი რომ გაირკვა? ბევრი ამბობდა, სერია ა-ში გაუჭირდებაო… და რუსეთიდან წასვლის მერე საოცარი სტატისტიკა აქვს როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური თვალსაზრისით.

ახლა უფრო გუნდურზე დავწერთ.

20 მარტიდან მოყოლებული, ხვიჩამ ყველა ტურნირზე ერთად აღებული 45 მატჩში ითამაშა. 36 მოგება, 7 ფრე, 2 წაგება… გაიტანა 25 გოლი. აქედან დინამო ბათუმში 8, საქართველოს ნაკრებში 5, დანარჩენი 12 ნაპოლიში. აქ არ ითვლება ამხანაგურები.

საინტერესოა, რომ კვარას 35-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. რაც რუსეთიდან წავიდა, მიაყოლა და მიაყოლა… პირველად კი ლივერპულთან შეხვედრაში დამარცხდა მისი ნაპოლი. მერე, როცა სერია განახლდა, ნაპოლიმ ინტერთან წააგო.

და აი, შემდეგ ისევ ახალი სერია დაიწყო: ზედიზედ 8 მოგება და ბურთების შეფარდება 21:2… ნაპოლი შეუჩერებელია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *