საოცარი… ფეხბურთელი ყვითელი ბარათის გარეშე

არსებობს ასეთი ფეხბურთელი – ჟერემი ბოგა. ერთი თვის წინ  სასუოლოდან ატალანტაში გადავიდა, კოტდივუარელია, მარცხენა შემტევია და 25 წლის გახლავთ.

უნიკალური ამბავია: ბოგას კარიერაში არათუ წითელი, ყვითელი ბარათიც არ აქვს! ყოველ შემთხვევში, ოფიციალური მონაცემებით ასეა… ამხანაგურებისა და წვრილ-წვრილი ტურნირების გარეშე, რომელთა შესახებ ცნობები არაა.

Opta-მ დაწერა, რომ ბოგა პირველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის სერია ა-ში 100 მატჩი ყვითელი ბარათის გარეშე ჩაატარა. მე-100 იყო ატალანტა-იუვენტუსი, რომელიც 1:1 დასრულდა.

ინტერესისთვის ამ ფეხბურთელის საერთო სტატისტიკას გადავხედეთ და გაგვიკვირდა: არათუ ეს 100 მატჩი, ზოგადად არ აქვს გაფრთხილება.

ჟერემი ბოგა 7 წელია თამაშობს და სულ ევროპის ტოპ-ქვეყნებში: რენი, გრანადა, ბირმინგემი, ჩელსი, სასუოლო, ატალანტა.

P.S. ჩვენს ბავშვობაში ხშირად გვესმოდა, გარი ლინეკერს არ აქვს კარიერაში ყვითელიო. ასეა ინგლისელი ბომბარდირი და ამჟამად ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი თავისი მხიარული გამონათქვამებით…

ჟერემი ბოგას ლინეკერის დონემდე და კარიერის დასრულებამდე ბევრი უკლია, თუმცა დღესდღეობით მისი მიღწევაც საოცარია.

Leave a comment

Your email address will not be published.