სარი: ეს გამარჯვება ნაპოლისთვის იყო?

იტალიის სერია ა-ს მე-19 ტურში, ლაციომ მილანი მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით (4:0) დაამარცხა. მატჩის შემდეგ, სარის ნაპოლიზეც ჰკითხეს, ეს იყო თუ არა პარტენოპეისთვის საჩუქარი (იტალიელმა სპეციალისტმა თავი ამ კლუბის მწვრთნელობისას გაითქვა). უცნაური კითხვაა, რომაელები ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ისედაც იბრძვიან და ამ გამარჯვებით მესამე ადგილზე გადავიდნენ…

“ამ გამარჯვებით, ნაპოლის გავუკეთე თუ არა საჩუქარი? პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს გავუკეთეთ, სატურნირო მდგომარეობა გვადარდებს და ჩვენი ძალა ყველასთვის გვინდოდა გვეჩვენებინა. თუ ნაპოლისაც წაადგა, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ,” – თქვა სარიმ.

ნაპოლი პირველზეა, მილანი მეორეზე – ნეაპოლელები მდევარს 12 ქულით უსწრებენ…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *