მადრიდის რეალისა და პარი სენ-ჟერმენის ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი ესპანეთის მეორე დივიზიონის ლას პალმასის ფორვარდი, 28 წლის ხესე როდრიგესი, მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც დუბაიში პომპეზურად და რომანტიკუად აღნიშნა მომხიბლავ მოდელთან და ინფლუენსერთან, 32 წლის აურა რუისთან დაქორწინება.
კაცმა ჩაიმუხლა და ისე სთხოვა ხელი სატრფოს. შემდეგ კი ინსტაგრამში, სადაც სამი მილიონი გამომწერი ჰყავს, დაწერა: როგორც იქნა, ოცნება ავისრულეო და შემდეგ – Yeeeesssss I doooooooo. ალბათ გასაგებია რაოდენი ემოცია ჩადო ამ ორ სიტყვაში.
აბა, რა გასაკვირია კაცს ასეთი ეშხიანი ქალი ჭკუისდაკარგვამდე უყვარდეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ოთხი წლის წინათ, ხესემ აურას სასამართლოში უჩივლა – მავიწროვებსო. ატყდა ერთი ამბავი. შემდეგ გაირკვა, რომ მათ ვაჟი ჰყოლიათ, რომელიც ახლა ოთხი წლისაა და სერიოზულადაა ავად. ქალს შუჩივლია: ცუდი მამა ხარ, ბავშვს ყურადღებას არ აქცევო. შეჰყოლიან, შეჰყოლიან და კინაღამ დაუხოციათ ერთმანეთი. ახლა კი ყველაფერი დაუვიწყებიათ და დუბაიში რომანტიკული დასვენებისას, ოფიციალურად დაქორწინება გადაუწყვეტავთ.